Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სტიპენდია 2025-2026 შემოდგომა- ბაკალავრიატის სტუდენტთა საყურადღებოდ!

სტიპენდიის მისაღებად განაცხადები შეიტანეთ 24 ნოემბრიდან 28 ნოემბრის ჩათვლით ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურში,  სამუშაო დღეებში 09:00 საათიდან 17:00 საათამდე თსუ II კორპუსი (ოთახი № 102), თსუ XI კორპუსი (ოთახი № 303). 

 

კომპიუტერული მეცნიერება, მათემატიკა, გეოლოგია, ბიოლოგია, გამოყენებითი ბიომეცნიერებები, კომპიუტერული მეცნიერება (SDSU)  - თამარ თათრიშვილი, თსუ XI კორპუსი (ოთახი № 303); 

 

ფიზიკა, ქიმია, ელექტრული და ელექტრონული ინჟინერია, გეოგრაფია, ეკოლოგია  - რუსუდან დანელია, თსუ II კორპუსი (ოთახი № 102). 

 

სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს: 

შევსებული განცხადება;

პირადობის მოწმობა;

საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.

 

შეუძლია წარმოადგინოს დამატებითი დოკუმენტაცია (2024-2025 სასწავლო წლის გაზაფხულის  სემესტრის პუბლიკაციები, საკონფერენციო მასალები და სხვა). დოკუმენტაციაში გარკვევით იყოს მითითებული კონფერენციის ჩატარების/პუბლიკაციის გამოქვეყნების ან გამოსაქვეყნებლად მიღების თარიღი. 

 

დაგვიანებული განაცხადი არ მიიღება!!!

პირადობის მოწმობისა და საბანკო რეკვიზიტის გარეშე განაცხადი არ მიიღება!!!

 

სტიპენდიის პირველადი შედეგები ფაკულტეტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდება 2 დეკემბერს,  შედეგების აპელაცია   3 დეკემბრის 11 საათამდე.

 

განაცხადის ფორმა

რექტორის ბრძანება

სტიპენდიის მინიჭების წესი

თარიღი: 24/11/2025